კულინარია
ღორის ნეკნები ატმითა და ალკოჰოლით
№32
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.08

საჭირო ინგრედიენტები:
🔸2 ნაჭერი ღორის ნეკნის ხორცი
🔸 4 კბილი ნიორი
🔸 3 ღერი როზმარინი
🔸 2 მოზრდილი ატამი
🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 1 სადილის კოვზი არაყი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
მომზადებამდე 2 საათით ადრე ღორის ხორცს წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფა გააცხელეთ და ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან შეწვით. შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე, დარჩენილ ცხიმში კი მოათავსეთ დაჭრილი ნიორი და შუშეთ 1 წუთი, დაუმატეთ როზმარინი, დაჭრილი ატამი და ერთად მოშუშეთ. თუ ზეთი დააკლდა, დაუმატეთ. ატმები რომ შეიწვება, ტაფაში ჩააბრუნეთ ხორცი, დაასხით არაყი და მოშუშეთ 1 წუთის განმავლობაში. კერძი სუფრაზე სალათასთან ერთად მიიტანეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან