ღორის ხორცი ცხელი კეფირის მარინადში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.08, 2024 წელი
ღორის ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 350 გრამი რბილი ღორის ხორცი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 ტკბილი წიწაკა, ცოტა კურკუმა
🔸 ოხრახუში
🔸 250 გრამი კეფირი
🔸 3 კბილი ნიორი
🔸2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 ცოტა შაქარი
🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი ცოტა დაბეგვეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩაალაგეთ ტაფაში. ცალკე ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაასხით ტომატ-პასტა, აურიეთ. ჩაუმატეთ მარილი, პილპილი, შაქარი, ნიორი, წიწაკა, კურკუმა, კეფირი და კარგად აურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და უკვე მდუღარე კეფირში ჩაალაგეთ ხორცის ნაჭრები, დააფარეთ ტაფას თავსახური, გააჩერეთ ხორცი ამ მარინადში 1 საათი და შემდეგ ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე. 40 წუთი საკმარისი იქნება, რომ მომზადდეს. სულ ბოლოსკენ კიდევ შეურიეთ ცოტა ტომატი – კარგი ფერი რომ ჰქონდეს. მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში და გადმოდგით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან