ღორის ხორცი შემწვარი გოგრითა და მჟავე კიტრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.12
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ღორის ხორცი 1 კონა ნიახური
🔸 2 თავი ხახვი
🔸 3 ცალი მჟავე კიტრი
🔸 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 500 გრამი გოგრა
🔸 1,3 ჭიქა ერბო
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 ცოტა ბეგქონდარა
🔸 მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი დაჭერით კუბიკებად, ხახვი – მსხვილად. ხორცი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა წყალი და თავდახურული საშუალო ცეცხლზე დადგით. გოგრა დაჭერით პატარა, მოგრძო ნაჭრებად, დააწყვეთ ქაღალდდაფენილ თუნუქის საცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ბეგქონდარა, მოასხით ზეთი და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როცა ხორციან ქვაბში წყალი ამოშრება, დაუმატეთ ხახვი და ერბო. შუშეთ ხორცის დაბრაწვამდე, დაუმატეთ დაჭრილი ნიახური და კიტრის მწნილი. ტომატ-პასტა გახსენით, დაახლოებით, 1 ჭიქა წყალში და დაასხით ხორცს. როცა ხორცი დარბილდება, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წამოადუღეთ. სუფრაზე ღორის ხორცი შემწვარ გოგრასთან ერთად მიიტანეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან