კულინარია

ღორის ხორცი შავი მოცხარის სოუსში

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.03

ღორის ხორცი მოცხალის
სოუსში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 500 გრამი ღორის ხორცი

🔸 1,5 ჭიქა შავი მოცხარი

🔸 1 სადილის კოვზი შაქარი

🔸 60 მილილიტრი წყალი

🔸 6 მარცვალი ბაჰარი

🔸 1/4 ჩაის კოვზი პაპრიკა

🔸 1/4 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ღორის ხორცს მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში. მოცხარს დაასხით წყალი, დაუმატეთ ბაჰარის მარცვლები და წამოადუღეთ. გადაწურეთ საცერზე. ნახევარი ჭიქა მოხარშული კენკრა შეინახეთ სერვირებისთვის. დანარჩენს დაუმატეთ პაპრიკა, ხმელი ქინძი, შაქარი და ხარშეთ შესქელებამდე, შემდეგ დაამატეთ გადადებული მოხარშული მოცხარი. ხორცი გადაიტანეთ ლანგარზე, დაჭერით და ზემოდან მოასხით მოცხარის საწებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა