კულინარია

ღორის ხორცი შავი მოცხარის სოუსით

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.07

ღორის ხორცი შავი მოცხარით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ღორის ხორცი

🔸 1,5 ჭიქა შავი მოცხარი

🔸 1 სადილის კოვზი შაქარი

🔸 60 მილილიტრი წყალი

🔸 6 მარცვალი ბაჰარი

🔸 1 ჩაის კოვზი პაპრიკა

🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ღორის ხორცს მოაყარეთ მარილი, პილპილი და 1-1.5 საათით მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მოცხარს დაასხით წყალი, დაუმატეთ ბაჰარის მარცვლები და წამოადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა მოხარშული კენკრა სერვირებისთვის შეინახეთ, დანარჩენი გაატარეთ საცერზე, დაუმატეთ პაპრიკა, ხმელი ქინძი, შაქარი და ხარშეთ შესქელებამდე, შემდეგ ჩაუმატეთ გადადებული მოხარშული მოცხარი. შემწვარი ღორის ხორცი დაჭერით და მოასხით საწებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა