კულინარია

ღორის ხორცი ბროკოლითა და სოუსით

№39

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.10

ღორის ხორცი ბეკონით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 800 გრამი ღორის რბილი ხორცი

🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 1 სადილის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

🔸 1 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი

🔸 500 გრამი ბროკოლი

🔸 2 სადილის კოვზი მიწის თხილის ზეთი

🔸 5 თხელი ნაჭერი ნედლი ჯანჯაფილი

🔸 5 კბილი ნიორი. სოუსისთვის – 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 1 სადილის კოვზი გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი

🔸 2 ჩაის კოვზი დანაყილი ნიორი

🔸 1 ჩაის კოვზი ზეთი

🔸 2 სადილის კოვზი წყალი

🔸 1 სადილის კოვზი თაფლი

🔸 მარილი. სეზამის მარცვლები – მოსაყრელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცის ნაჭრებს შეურიეთ სახამებელი, სოიის სოუსი, ძმარი და დადგით, რომ გემო გაუჯდეს. სოუსისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები ერთმანეთში შეურიეთ. სქელძირიან ტაფაში ჩაასხით მიწის თხილის ზეთი, დაუმატეთ ჯანჯაფილი, ნიორი და 30 წამი შუშეთ. შემდეგ ნიორი ტაფიდან ამოიღეთ. ტაფაში ჩაუმატეთ დანაწევრებული ბროკოლი და 3 წუთი შუშეთ, თან ხშირად ურიეთ. ბროკოლი თეფშზე ამოიღეთ, ტაფაში ჩაუმატეთ დანარჩენი ზეთი და ღორის ხორცი თავისივე მარინადით, ხშირად ურიეთ, სანამ არ დარბილდება და დაიბრაწება. დაამატეთ ბროკოლი და დაასხით მომზადებული სოუსი, ადუღეთ 2-3 წუთი და ბოლოს, მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა