კულინარია
ღორის ხორცი ბოსტნეულითა და სეზამის მარცვლებით
№45
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.11
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 350 გრამი ღორის ხორცი
🔸 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 2 ჩაის კოვზი სეზამის მარცვლები
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ღორის ხორცის რბილი ნაწილი დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეწვით ზეთში, მაღალ ცეცხლზე. დაუმატეთ გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი და ნიორი. შემდეგ მოაყარეთ სეზამის მარცვლები, მარილი, პილპილი, მოასხით სოიის სოუსი, დაუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ ხორცის მომზადება. ოც წუთში კერძი მზადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან