კულინარია

ღორის ხორცი ბოსტნეულით

№40

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ღორის ხორცი
დაკოპირებულია

ხორცის და ბოსტნეულის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ღორის რბილი ხორცი

🔸 4 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 4 ცალი პომიდორი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 4 კბილი ნიორი

🔸 5 ცალი კარტოფილი

🔸 ოხრახუში, ხმელი სუნელი

🔸 1 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი

🔸 ცოტა წყალი, მარილი

🔸 შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად და მოშუშეთ ცხელ ტაფაზე, გამდნარ კარაქში. ბულგარული წიწაკა დაჭერით თხელ რგოლებად, ორი ფერის თუ იქნება – უკეთესი. დაუმატეთ ხახვს და აურიეთ რამდენჯერმე, შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი პომიდორი, მარილი, შავი პილპილი და რამდენჯერმე აურიეთ. ღორის ხორცი დაჭერით მომცრო ნაჭრებად, ჩაუმატეთ მოშუშულ ბოსტნეულს და განაგრძეთ მოშუშვა. მოაყარეთ ხმელი სუნელი, მწვანილი და აურიეთ.

კარტოფილი გათალეთ და მომცრო კუბიკებად დაჭერით, მოაყარეთ ხორციანი ბოსტნეული, შემდეგ მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი, დაასხით სულ ცოტა წყალი და ჩაშუშეთ დაბალ ცეცხლზე. ამ კერძის მომზადებას ერთ საათზე ცოტა კიდევ მეტი დასჭირდება. სულ ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი და გასრესილი ნიორი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა