კულინარია

ღორის ხორცი ბოსტნეულით

№24

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.06

ღორის ხორცი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ღორის რბილი ხორცი

🔸 300 გრამი ბადრიჯანი

🔸 200 გრამი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 200 გრამი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 სადილის კოვზი ტომატი

🔸 1 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი

🔸 ცოტა კამა და მწვანე ხახვი

🔸 მარილი

🔸 შავი პილპილი – გემოვნებით

🔸2 სადილის კოვზი ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ღორის ხორცი დაჭერით ულუფებად, მოათავსეთ თასში, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე სახამებელი და კარგად ამოურიეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოათავსეთ მასზე ხორცი და კარგად დაბრაწეთ. მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და აურიეთ. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, კიდევ რამდენჯერმე აურიეთ, ჩაუმატეთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული და ბადრიჯანი, დაასხით 100 მილილიტრი მდუღარე, ჩაუმატეთ ტომატი და ისევ აურიეთ. მზა კერძს მსხვილად დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული