კულინარია

გამომცხვარი წიწიბურა ფარშითა და სოკოთი

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.03

გამომცხვარი წიწიბურა
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი წიწიბურა

🔸 500 გრამი ქათმის ფარში

🔸 2 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო

🔸 400 გრამი ქამა სოკო

🔸 1 ცალი მოზრდილი ბულგარული წიწაკა

🔸 3 კვერცხი, 300 გრამი მაგარი ყველი

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 ცოტა ხმელი სუნელი.

მომზადების წესი 👩‍🍳

წიწიბურა მოხარშეთ ჩვეულებრივად, ხახვი ძალიან წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, ქამა სოკო დაჭერით კუბიკებად, ბულგარული წიწაკა – ძალიან წვრილად. მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, სოკო და ბულგარულიც იმავე ტაფაზე მოშუშეთ, რომელზეც ხახვი და სტაფილო, მოზრდილ თასში მოათავსეთ ფარში, მოხარშული წიწიბურა, დაუმატეთ ბოსტნეული და აურიეთ ძალიან კარგად. მოაყარეთ ცოტა მარილი, სუნელი და შავი პილპილი. გახეხეთ ყველი და 1/3 შეინახეთ. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი, ჩაუმატეთ გახეხილი ყველის 2/3, აურიეთ ძალიან კარგად, მოასხით ფარშიან მასას და კიდევ აურიეთ. მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში. ხუთი წუთით ადრე გამოიღეთ, მოაყარეთ დარჩენილი ყველი, ისევ შეარუნეთ ღუმელში და ყველი რომ გადნება, მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა