გამომცხვარი წიწიბურა ქათმით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.01, 2024 წელი

წიწიბურას გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 180 გრამი წიწიბურა
🔸 400 გრამი ქათმის ფილე
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 1 თავი ხახვი
🔸 450 მილილიტრი ცხელი წყალი
🔸 ცოტა მარილი და ხმელი სუნელი
🔸 40 გრამი მაგარი ყველი
🔸 კრემ-ყველი
🔸 13-14 ცალი პომიდორი ჩერი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ფილე გარეცხეთ და წვრილად დააქუცმაცეთ. ფილეს შეურიეთ კარგად გარეცხილი წიწიბურა. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მასში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა. დაუმატეთ კრემ-ყველი, კარგად აურიეთ და შუშეთ კიდევ 2-3 წუთი. ყველი რომ გადნება, დაუმატეთ ცოტა მარილი, ხმელი სუნელი, შეურიეთ ფარშს, ჩადეთ გამოსაცხობ ფორმაში, დაასხით წყალი და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, მოაყარეთ შუაში გაჭრილი პომიდორი ჩერი და გახეხილი ყველი. 20 წუთით ისევ მოათავსეთ აირღუმელში და მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან