კულინარია

გამომცხვარი თევზი მდოგვითა და არაჟნით

№42

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.10

თევზი
დაკოპირებულია

გემრიელი  ღევზელის  რეცეპტი "თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 800 გრამი თევზის ფილე

🔸 4 სადილის კოვზი ძმარი

🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი

🔸 1 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 3-4 კბილი ნიორი

🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 ნახევარი ყაბაყი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 სადილის კოვზი კურკუმა

🔸 1 თავი ხახვი (სასურველია წითელი)

🔸 1 ჩაის კოვზი ბალზამიკო ან ყავისფერი შაქრის სიროფი

🔸 ცოტა კორიანდრი

🔸 მარილი, პილპილი

🔸 კამა, ოხრახუში

🔸 როზმარინის ფოთ-ლები.

მომზადების წესი 👩‍🍳

წაუსვით თევზის ნაჭრებს მდოგვი, არაჟანი, გასრესილი ნიორი. მოასხით ძმარი, სოიის სოუსი, მოაყარეთ კორიანდრი, აურიეთ ძალიან კარგად და გააჩერეთ ერთი საათი.

ხახვი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად და მოათავსეთ თასში. მოასხით ძმარი და სიროფი (ან ბალზამიკო), აურიეთ კარგად, გააჩერეთ ნახევარი საათი მაინც.

სტაფილო, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა და პომიდორი დაჭერით მომცრო კუბიკებად. მცირე რაოდენობის ზეთში მოშუშეთ ჯერ სტაფილო, დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, აურიეთ. მოაყარეთ ცოტა მარილი, შემდეგ – კორიანდრისა და პილპილის ნაზავი, აურიეთ, ჩააგდეთ როზმარინის ფოთლები და გადმოდგით. შემდეგ ისევ დადგით ცეცხლზე, 10 წუთის შემდეგ ჩაუმატეთ კურკუმა, დაუმატეთ პომიდორი და შუშეთ კიდევ რამდენიმე წუთი. გამოსაცხობ ტაფაზე გაშალეთ ორმაგი ფოლგა, მოათავსეთ მასზე თევზი, მოაყარეთ ბოსტნეული, დამარინადებული ხახვი, წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში, მოასხით ზეთი და შეფუთეთ. გამოაცხვეთ აირღუმელში, 180 გრადუსზე. 20 წუთში კერძი მზად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა