გამომცხვარი თევზი არაჟნით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.11
თევზის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ცალი დიდი ზომის კალმახი
🔸 100 გრამი არაჟანი
🔸 1 ჩაის კოვზი თევზის სუნელი
🔸 ნახევარი კონა ტკბილი წიწაკა
🔸 7 ცალი პომიდორი ჩერი
🔸 ნახევარი ლიმონი
🔸 ზეთი. მარილი
🔸 შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
თევზი გაასუფთავეთ, დაჭერით ულუფებად და მოაშორეთ ფხები. თასში მოათავსეთ არაჟანი, შეურიეთ სუნელი, წიწაკა, პილ-პილი და მარილი და კარგად აურიეთ. ეს სოუსი წაუსვით თევზის ნაჭრებს, ჩაალაგეთ თასში, შემოახვიეთ ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, ჩაალაგეთ გაცივებული თევზის ნაჭრები და მათ შორის მოათავსეთ თხლად დაჭრილი ლიმონის ნაჭრები, ზემოდან მოასხით ლიმონის წვენი. მოამზადეთ 190 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, ზემოდან დაალაგეთ შუაში გაჭრილი პომიდორი ჩერი, შეაბრუნეთ აირღუმელში კიდევ 10 წუთით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან