კულინარია

გამომცხვარი სტაფილო თაფლითა და ქონდარით

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.12, 2024 წელი

გამომცხვარი სტაფილო
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 550 გრამი სტაფილო

🔸 2 სადილის კოვზი თაფლი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ნიორი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ქონდარი,

🔸ზეითუნის ზეთი – შესაწვავად

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

სტაფილო გარეცხეთ და გათალეთ. პატარა ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. როგორც კი ზეთი მოყავისფრო შეფერილობას მიიღებს, გადმოდგით. დაამატეთ ნივრის ფხვნილი, მარილი, პილპილი, ქონდარი და თაფლი. საცხობ ფირფიტაზე მოუსვით ზეითუნის ზეთი, დააწყვეთ მასზე გრძლად დაჭრილი სტაფილო და მასზე გადაანაწილეთ გამზადებული მასა. მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოაბრუნეთ და კიდევ 12-15 წუთით გააგრძელეთ ცხობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა