კულინარია

გამომცხვარი სპაგეტი ხორცით

№35

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.09

სპაგეტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 450 გრამი სპაგეტი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 450 გრამი საქონლის ფარში

🔸 1 ჭიქა გახეხილი მოცარელა

🔸 800 გრამი გახეხილი პომიდორი

🔸 2 კბილი დაკეპილი ნიორი

🔸 1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 ცოტა ხმელი ორეგანო

🔸 როზმარინი

🔸 ხმელი ქინძი, ქონდარი

🔸 1 კონა რეჰანი

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით

🔸 ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოუსვით ცხიმი საშუალო ზომის საცხობ ლანგარს. მოხარშეთ სპაგეტი და გადაწურეთ. საშუალო ტემპერატურაზე, დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ, დაახლოებით, 5 წუთი, დარბილებამდე. დაუმატეთ დაკეპილი ნიორი და შუშეთ კიდევ 1 წუთი. ჩაუმატეთ ფარში, სანელებლები და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შუშეთ, დაახლოებით, 8 წუთი, ხორცის მომზადებამდე. დაგროვილი ცხიმი გადაწურეთ თასში. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი, რეჰანი და ადუღეთ 10 წუთი. ფარში და სპაგეტი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ ზეთმოსმულ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ მოცარელა და პარმეზანი. აცხვეთ 180 გრადუსზე ყველის დადნობამდე, დაახლოებით 20 წუთით. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა