გამომცხვარი სენდვიჩი ყველითა და პომიდვრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.10, 2023 წელი

გემრიელი სენდვიჩის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 ტოსტის პური
🔸 მდნარი ყველის ფირფიტები
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 5 ცალი პომიდორი (კარგი იქნება, თუ სხვადასხვა ფერის პომიდორს გამოიყენებთ)
🔸 1 სადილის კოვზი ტომატი
🔸 250 გრამი ნაღები
🔸 2 კვერცხი
🔸 100 გრამი მაიონეზი
🔸 შავი პილპილი
🔸 ნახევარი კონა ოხრახუში, მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
1 სენდვიჩის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სამი ნაჭერი ტოსტის პური. პურის ყველა ნაჭერს წაუსვით კარაქი, დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე ერთმანეთის გევრდიგვერდ და პურიანი ტაფა 220 გრადუსამდე გაცხელებულ აირღუმალში მოათავსეთ. 5 წუთის შემდეგ გამოიღეთ, სათითაოდ დაადეთ ზემოდან მდნარი ყველის ფირფიტები, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, დააფარეთ ყველი და ზემოდან მეორე ნაჭერი პური დაადეთ.
თასში ათქვიფეთ კვერცხი, ნაღები, მაიონეზი, ცოტა მარილი, პილპილი, პურს წაუსვით ცოტა ტომატ-პასტა, მოასხით სოუსი, დააფარეთ ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან