კულინარია

გამომცხვარი პელმენი ყველისა და არაჟნის სოუსში

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.04

გამომცხვარი პელმენი
დაკოპირებულია

გემრიელი პელმენის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი პელმენი

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 30 გრამი კარაქი

🔸 180 გრამი კრემ-ყველი

🔸 100 გრამი არაჟანი

🔸 100 მილილიტრი წყალი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 30 გრამი ოდნავ მაგარი ყველი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ პელმენი. სანამ პელმენი იხარშება, კარაქში მოშუშეთ დაბლენდერებული ხახვი და ნიორი. დაუმატეთ კრემ-ყველი, აურიეთ, შემდეგ – არაჟანი და 100 მილილიტრი წყალი. აურიეთ ძალიან კარგად, გადმოიღეთ თასში და შეურიეთ დაჭრილი ოხრახუში. მოხარშული პელმენი დაწურეთ, მოათავსეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ ყველა მხრიდან, მოასხით სოუსი. ფრთხილად აურიეთ და გადმოდგით, ცხელსვე მოაყარეთ გახეხილი ყველი, შედგით 15 წუთით აირღუმელში და კერძი მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული