გამომცხვარი „პასტა“ ბოსტნეულის სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი მაკარონი
🔸 3 ცალი საშუალო ზომის პომიდორი
🔸 1 ცალი საშუალო ზომის ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი საშუალო ზომის ხახვი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 1 პატარა კონა ქინძი
🔸 ოხრახუში, ან პიტნა
🔸 125 გრამი მოცარელა (1 ბურთი)
🔸 40-50 გრამი პარმეზანი
🔸 250–300 მილილიტრი პომიდვრის წვენი
🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი, შავი პილპილი და ბაზილიკი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
დიდ ქვაბში ჩაასხით წყლით, დაამატეთ მარილი და აადუღეთ. ჩაყარეთ მაკარონი და მოხარშეთ, მხოლოდ 5 წუთით, ანუ ნახევრად მომზადებული უნდა იყოს. რადგან შემდეგ კიდევ შეიწვება. ძირითადი სოუსისთვის ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი. მოშუშეთ მასში ხახვი და ნიორი, სანამ ხახვი ოქროსფერი არ გახდება და ნიორი თავის არომატს არ გამოიღებს. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა. მოშუშეთ, დაახლოებით, 5 წუთი, თან ურიეთ. ჩაასხით პომიდვრის წვენი და დაუკელით ცეცხლს. ადუღეთ 5-7 წუთი. სოუსი არ უნდა იყოს ძალიან თხელი. დაამატეთ მარილი, პილპილი და ცოტა მშრალი ან ახალი ბაზილიკი.
სოუსს აცადეთ ცოტა გაცივდეს. შემდეგ დააბლენდერეთ. ბლენდერშივე შეურიეთ დაფხვნილი პერმაზანი. შემდეგ გაანაწილეთ ნახევარი ცივი პასტა, ნახევარი სოუსი და პარმეზანი ფორმაში, რომელსაც მოათავსებთ ცხელ აირღუმელში, ფენებად: პირველი ფენა მაკარონი, მეორე – სოუსი, მესამე – პარმეზანი+მწვანილი. გაიმეორეთ ფენები მეორედ.
ზემოდან დაამატეთ მოცარელას ნაჭრები ან გახეხილი. მოათავსეთ ღუმელში. უმჯობესია, ღუმელი 180–200°C-მდე იყოს გახურებული. 15–20 წუთის შემდეგ, როცა ზედა შრე ოქროსფერი გახდება, მზადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან