კულინარია

გამომცხვარი მაკარონი ხორცითა და ყველით

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.11

მაკარონი ხორცით
დაკოპირებულია

მაკარონის გემრიელი კერძი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი ღორის უცხიმო ხორცი

🔸 2 ცალი სტაფილო

🔸 150 გრამი მწვანე ბარდა

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 300 გრამი მაკარონი

🔸 200 გრამი რბილი ყველი – „მოცარელა“

🔸 5 სადილის კოვზი ზეთი

🔸 მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი დაჭერით მომცრო კუბიკებად, ტაფაზე დაასხით 2 სადილის კოვზი ზეთი, აუწიეთ ცეცხლს და მოხრაკეთ ხორცის ნაჭრები. დაასხით ცოტა წყალი, შუშეთ, სანამ ხორცი სრულად არ მომზადდება. სტაფილო დათალეთ გრძლად და ძალიან თხლად.

ჩაყარეთ მაკარონი მდუღარე წყალში, ხარშეთ 3 წუთი, გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი, დაწურეთ დუშლაგზე, მოასხით ცოტა ზეთი და აურიეთ, მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, მოაყარეთ მწვანე ბარდა, მოშუშული ხორცი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, უყავით შავი პილპილი და ცოტა მარილი, აურიეთ. მოაყარეთ სტაფილო და დაალაგეთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი ყველი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა