კულინარია

გამომცხვარი კარტოფილი სოსისითა და ნაღებით

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.01, 2023 წელი

კარტოფილი სოსისისთა და
ნაღებით
დაკოპირებულია

მარტივი და გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი

🔸 4 ცალი სოსისი

🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი

🔸 300 მილილიტრი ნაღები

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 100 გრამი მაგარი ყველი

🔸 ცოტა ზეთი, 1 კონა კამა.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით, ჩაალაგეთ გამოსაცხობ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ცოტა ზეთს ჩაასხამთ. სოსისებს შემოაცალეთ შესაფუთი ცელოფანი, დაჭერით და მოაყარეთ კარტოფილს. ნაღებს შეურიეთ ცოტა მარილი და პილპილი, ხმელი სუნელი, წვრილად დაჭრილი კამა და მოასხით კარტოფილს. გამოაცხვეთ აირღუმელში 40-50 წუთის განმავლობაში. ბოლო წუთებში მოაყარეთ გახეხილი ყველი. კიდევ 5 წუთი გააჩერეთ აირღუმელში და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი