კულინარია

გამომცხვარი კარტოფილი სოკოსა და ქათმის გულსართით ცუცა კაპანაძისგან

№25

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.06

ცუცა კაპანაძის კერძი
დაკოპირებულია

ცუცა კაპანაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ყველაფერი მეხერხება და ყველა კერძს გემრიელს ვამზადებ. გურმანი ვარ, თითქმის, ყველა ქვეყნის კერძები მაქვს დაგემოვნებული, მაგრამ ჩვენი ქვეყნისას ვერცერთი ვერ შეედრება. მიჭირს დიეტის დაცვა და წონაში რომ არ მოვიმატო, ვცდილობ, ჯანსაღ და ნაკლებკალორიულ კვებაზე ვიყო. ჩემი საკვები, ძირითადად, თაფლიან-ნიგვზიან-დარიჩინიანი შვრიის ფაფა, თევზეული, ბოსტნეული და ხილია. იშვიათად ხორცეულსაც მივირთმევ. ახლა კი გასწავლით უცხო, გემრიელ და საკმაოდ, ადვილად მოსამზადებელ გამომცხვარი კარტოფილის რეცეპტს სოკოსა და ქათმის გულსართით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 მოზრდილი კარტოფილი

🔸 150 გრამი ქათმის ფილე

🔸 10 ცალი ქამა სოკო

🔸 2 სადილის კოვზი კარაქი

🔸 6 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი

🔸 1 კონა დაჭრილი ოხრახუში

🔸 ცოტა არაჟანი

🔸 მარილი და პილპილი კი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილები ცხელი წყლით კარგად გარეცხეთ, გაახვიეთ პერგამენტის ან ფოლგის ქაღალდში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში.. სოკო და ქათამი წვრილად დაჭერით. ქათმის ხორცი შებრაწეთ ცხიმში, დაუმატეთ სოკო, მარილი, პილპილი და ერთად მოშუშეთ. კარტოფილები შუაზე გაჭერით, ამოუღეთ გული და მის მაგივრად ჩადეთ ყველი, შემდეგ სოკოსა და ქათმის გულსართი, მოასხით არაჟანი და მოაყარეთ ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული