კულინარია

გამომცხვარი კარტოფილი სოკოსა და ქათმის გულსართით გიორგი ცხადაძისგან

№39

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.10

გიორგი ცხადაძის კერძი
დაკოპირებულია

გიორგი ცხადაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

მიყვარს საჭმელების კეთება და სახლში, ძირითადად, მე ვამზადებ. სულ მიყვარდა კეთება, მაგრამ ერთ-ერთ კულინარიულ შოუში მივიღე მონაწლეობა და კიდევ უფრო ჩავუღრმავდი. ყველა ინგრედიენტსა და რეცეპტს აბსოლუტურად სხვანაირად შევხედე. მივხვდი, ეს არის არტი და ხელოვნება და საჭმელი არ არის უბრალოდ დასანაყრებელი საშუალება. ერთი და იმავე რეცეპტით შესაძლოა, სხვადასხვა ენერგიის მქონე ადამიანმა, სხვადასხვა, აბსოლუტურად განსხვავებული კერძი დაამზადოს. სხვათა შორის, მეგობრები ამბობენ, სუში კარგად გამოგდისო. ეგზოტიკური კერძების მომზადებაც მიყვარს. თუმცა, ჩემი ფავორიტი, მაინც ქართული სამზარეულოა და ვფიქრობ, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მინდა, შემოგთავაზოთ გამომცხვარი კარტოფილის რეცეპტი სოკოსა და ქათმის გულსართით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 მოზრდილი კარტოფილი

🔸 150 გრამი ქათმის ფილე

🔸 6 ცალი ქამა სოკო

🔸 1 სადილის კოვზი კარაქი

🔸 4 სადილის კოვზი გახეხილი ყველი

🔸 1 სადილის კოვზი დაჭრილი ოხრახუში

🔸 ცოტა არაჟანი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში, გაახვიეთ ფოლგის ქაღალდში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში აცხვეთ, დაახლოებით, 35-40 წუთი, სანამ მომზადდება. სოკო და ქათამი წვრილად დაჭერით. ქათამი შებრაწეთ ცხიმში, დაუმატეთ სოკო, მარილი, პილპილი და ერთად შუშეთ. კარტოფილები გაჭერით შუაზე, ამოუღეთ გული, ისე, რომ ცოტა დარჩეს, ჩადეთ ყველი, შემდეგ – სოკოსა და ქათმის გულსართი, ზემოდან მოასხით არაჟანი და მოაყარეთ ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა