გამომცხვარი კარტოფილი ლორით, ყველითა და არაჟნით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.08, 2021 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი გამომცხვარი კარტოფილი ლორით, ყველითა და არაჟნით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 კარტოფილი
🔸 2 სუფრის კოვზი არაჟანი
🔸 200 გრამი გახეხილი მაგარი ყველი
🔸 4 კბილი ნიორი
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 4 ცალი ლორის ფირფიტა
🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი, ნახევარი კონა ქინძი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ცოტა ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
გარეცხეთ და გააშრეთ კარტოფილი, კანი მშრალი უნდა იყოს. წაუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი და მარილი. მოათავსეთ ღუმელში, გაუფცქვნელი ნივრის კბილებს მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ კარაქი და ზეითუნის ზეთი, გაახვიეთ ფოლგაში და მოათავსეთ ღუმელში კარტოფილის ბოლომდე მომზადებამდე, ნახევარი საათით ადრე, როდესაც კარტოფილს კანი ოქროსფრად დაებრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან კარტოფილიც და ნივრიანი ფოლგაც და გააგრილეთ. გაჭერით კარტოფილი შუაში, ისე, რომ კანი არ დააზიანოთ, ამოიღეთ კოვზით რბილობი და მოათავსეთ დიდ ჯამში. რბილობში აურიეთ გამომცხვარი ნიორი, არაჟანი, ცოტა ზეითუნის ზეთი, დაჭრილი მწვანილი, შემწვარი ლორი, გახეხილი ყველი, დაუმატეთ მარილი და პილპილი და აურიეთ. გულსართი კოვზით მოათავსეთ კარტოფილის ნავებში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაადეთ თითოეულს ერთი ჩაის კოვზი კარაქი. ისევ შედგით ღუმელში და აცხვეთ ნახევარი საათი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან