კულინარია

გამომცხვარი გუფთები ყველითა და კარტოფილის პიურეთი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.09, 2024 წელი

გუფთები
დაკოპირებულია

გემრიელი გუფთების რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი კარტოფილი

🔸 500 გრამი ღორის ხორცის ფარში

🔸 300 გრამი მაგარი ყველი

🔸 კამა

🔸 1 კვერცხი

🔸 მარილი, შავი პილპილი.

სოუსი: 1 თავი ხახვი, 5 სადილის კოვზი კეტჩუპი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში და მოხარშეთ. ხახვი ძალიან წვრილად დაჭერით და შეურიეთ სოუსში. ყველი გახეხეთ. ფარშს დაუმატეთ მარილი, პილპილი, ხახვიანი კეტჩუპი, კარგად აურიეთ და გააკეთეთ გუფთები.

ძალიან კარგად მოხარშულ კარტოფილს შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა და კვერცხი. ფოლგისგან გააკეთეთ ჯამის მსგავსი ფორმები, გადაანაწილეთ მათში პიურე, ჩადეთ გუფთები და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა