კულინარია
გამომცხვარი გუფთები
№29
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.07
ხორცის ბურთების გემრიელი რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი შერეული ფარში
🔸 300 გრამი გოგრა
🔸 2 თავი ხახვი
🔸 ცოტა ყვავილოვანი კომბოსტო
🔸 ზეთი, ცოტა ნივრის ფხვნილი
🔸 წითელი, ცხარე წიწაკა
🔸 შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
გოგრა გაარჩიეთ და დაჭერით მოზრდილ კუბიკებად, ხახვი დააბლენდერეთ, შეურიეთ ფარშში და უყავით წიწაკა, ნიორი, მარილი და პილპილი. ფარშისგან გააკეთეთ ბურთულები, გამოსაცხობ ტაფას წაუსვით ზეთი, მასში წრიულად ჩაალაგეთ გუფთები და შუა სივრცეები შეავსეთ გოგრის ნაჭრებითა და დაშლილი ყვავილოვანი კომბოსტოთი, ზემოდან წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ცოტა პილპილი და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე, 30-40 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან