გამომცხვარი ძროხის ხორცი ბოსტნეულთან ერთად
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.09, 2024 წელი
ძროხის ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ძროხის ხორცი
🔸 3 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
🔸 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 3 თავი ხახვი, 5 კბილი ნიორი
🔸 4 ცალი პომიდორი
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 1 ჩაის კოვზი ქონდარი
🔸 1 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა (დაფქული)
🔸 400 მილილიტრი წყალი
🔸 1,5 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი დაჭერით გრძლად და თხელ ნაჭრებად, ცოტა დაბეგვეთ, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ხახვი ისე დაჭერით, რომ ხორცის ნაჭრების ზომასა და ფორმას მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდეს. ხორცის ნაჭრები დაალაგეთ კარაქწასმულ გამოსაცხობ ტაფაზე, ზემოდან მოაყარეთ ბოსტნეული, შემდეგ მარილი, პილპილი, ქონდარი, წიწაკა და აურიეთ. შემდეგ მოასხით სოუსი, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ: ტომატ-პასტაში შეურიეთ წყალი და მოასხით ხორცს. კარაქი დაჭერით და ისე მოაყარეთ. გადააფარეთ ფოლგა, შეფუთეთ და შედგით აირღუმელში. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე საათ-ნახევრის განმავლობაში. გამოიღეთ, მოხსენით ფოლგა და კიდევ 10 წუთი შეაბრუნეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან