კულინარია

გამომცხვარი ბულგარული წიწაკა ხორცით

№27

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.07

ფარშირებული წიწაკა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 300 გრამი ქათმის ხორცის ფარში

🔸 5 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 80 გრამი ბრინჯი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 მარილი, პილპილი – გემოვნებით.

სოუსი: 3 სადილის კოვზი არაჟანი, 9 ცალი პომიდორი ჩერი, ცოტა დაფქული წითელი წიწაკა, პომიდვრის სოუსი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით მდუღარე და თავზე დაახურეთ, ასე გააჩერეთ ცოტა ხანს, ბულგარულს მოაჭერით ყუნწი და გამოასუფთავეთ.

ფარშში შეურიეთ ბრინჯი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი, ბულგარული წიწაკები ამოავსეთ ფარშით, ჩაალაგეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, შემოუწყვეთ მას ჩერი. მოასხით პომიდვრის სოუსი, არაჟანი, 50 მილილიტრი მდუღარე, მოაყარეთ წითელი წიწაკა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30-40 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა