კულინარია

ესპანური წვნიანი ძეხვით

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.05

ესპანური წვნიანი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 100 გრამი წითელი ან თეთრი ლობიო

🔸 100 გრამი ოსპი

🔸 2 ლიტრი ბულიონი (ქათმის ან საქონლის კუბიკის)

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 კონა ოხრახუში, ცოტა ორეგანო, ცოტა ქონდარი

🔸 ცხარე წითელი წიწაკა

🔸 500 გრამი კანგაცლილი პომიდორი საკუთარ წვენში

🔸 100 გრამი ძეხვი – მონადირული

🔸 ცოტა მარილი და შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ლობიო წინასწარ დაალბეთ ცივ წყალში, შემდეგ კი კარგად მოხარშეთ და საწურზე გადმოიღეთ. სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, მსხვილად დაჭრილი ოხრახუში, აურიეთ და ხუთი წუთის შემდეგ ჩაუმატეთ მარილი, შავი პილპილი, ლობიო და აურიეთ რამდენჯერმე, მოასხით პომიდორი, მოაყარეთ წვრილი ოსპი, დაასხით ბულიონი და დაიწყეთ ხარშვა, ძეხვი დაჭერით ძალიან თხლად და ჩაყარეთ წვნიანში. სრულ მოხარშვას რომ 10 წუთი დააკლდება, უყავით წითელი ცხარე წიწაკა, ქონდარი, ორეგანო და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა