კულინარია

ძროხის ხორცის „გულიაში“

№49

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.12, 2024 წელი

გულიაში
დაკოპირებულია

გემრიელი გულიაშის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ძროხის ხორცი

🔸 150 გრამი ხახვი

🔸 150 გრამი სტაფილო

🔸 150 გრამი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 200 გრამი პომიდორი საკუთარ წვენში

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა

🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 500 მილილიტრი წყალი

🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 ცოტა შაქარი

🔸 შავი პილპილი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით ძროხის ხორცი კუბიკებად, წვრილ ჩხირებად – ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. ძალიან ცხელ ტაფაზე ზეთში მოხრაკეთ ხორცი. მოაყარეთ ხახვი, სტაფილო და ერთად მოშუშეთ. დაუმატეთ პომიდორი თავის წვენთან ერთად და კარგად აურიეთ. ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი, ტკბილი წიწაკა, ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში, შაქარი ბალანსისთვის დაგჭირდებათ, რომ ზედმეტად მჟავე, ან ცხარე არ გამოვიდეს, ბოლოს ფქვილი გახსენით წყალში და გულიაშს, ნელ-ნელა შეურიეთ. 5 წუთში მზად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა