კულინარია

ძროხის ხორცი ქოთანში

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.10

ძროხის ხორცი
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ძროხის ხორცი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი ბადრიჯანი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 50 მილილიტრი სოიის სოუსი

🔸 1 ჩაის კოვზი ზაფრანა

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 30 მილილიტრი ზეითუნის ზეთი

🔸 2 სადილის კოვზი ნებისმიერი ცხარე სოუსი, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი დაჭერით მომცრო კუბიკებად, მოათავსეთ თიხის ქოთანში, მოასხით სოიის სოუსი, მოაყარეთ ზაფრანა და კარგად ამოურიეთ. კარგად გარეცხილი და შემშრალებული ბადრიჯანი დაჭერით მოზრდილ კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 20 წუთი. დანარჩენი ბოსტნეულიც დაჭერით – სასურველია, მსხვილად. ხორცს მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ბოსტნეული ფენებად, ასევე, მოასხით ცხარე სოუსი. ქოთანს დააფარეთ თავზე ფოლგა ან თავსახური და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში და გამოაცხვეთ 80 წუთის განმავლობაში. ძალიან არომატული კერძია, პიკანტური გემოთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა