კულინარია

ძროხის ხორცი ქოთანში

№7

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.02

ძროხის ხორცი ქოთანში
დაკოპირებულია

გემრიელი ხორცის კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ძროხის ხორცი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი ბადრიჯანი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 50 მილილიტრი სოიის სოუსი

🔸 1 ჩაის კოვზი ზაფრანა

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 30 მილილიტრი ზეითუნის ზეთი

🔸 2 სადილის კოვზი ტკბილ-ცხარე სოუსი

🔸 მარილი, პილპილი, მწვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი დაჭერით 3X3 სანტიმეტრის ზომის კუბიკებად, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით სოიის სოუსი, მოაყარეთ ზაფრანა, მარილი, პილპილი და ხელით კარგად ამოურიეთ. ცალკე მოამზადეთ ბოსტნეული: დაჭერით ბადრიჯანი საშუალო ზომის კუბიკებად, მოაყარეთ ცოტა მარილი, აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთი. დანარჩენი ბოსტნეული დაჭერით მსხვილად. თიხის ქოთანში ჩაასხით ზეითუნის ან სიმინდის ზეთი, მოთუშეთ ხახვი და ნიორი, ჩააწყვეთ მასში ხორცი და ბოსტნეული, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 80 წუთის განმავლობაში. ბოლოს კი მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული