კულინარია

ძროხის ენა არომატულ სოუსში

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.04, 2023 წელი

ძროხის ენა არომატულ
სოუსში
დაკოპირებულია

ძროხის ენის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸1,5 კილოგრამი ძროხის ენა

🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 ორი ტოტი ნიახურის ძირი

🔸2 თავი ხახვი, 6 კბილი ნიორი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა, ორი ცალი პატარა წიწაკა ჩილი

🔸 400 გრამი პომიდორი თავის წვენში

🔸 1 ჭიქა ბულიონი

🔸 150 გრამი კარაქი

🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ძროხის ენა ჯერ კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და შემდეგ მოხარშეთ, ბულიონში ხარშვისას ჩაუმატეთ ნიახური, წიწაკა ჩილი, დაფნის ფოთოლი, ნიორი და ხახვი, ხარშეთ 2 საათის განმავლობაში, მარილი არ ჩაუმატოთ. მოხარშვის შემდეგ ძროხის ენა მოათავსეთ ცივ წყალში, რომ უხეში კანი ადვილად გადააცალოთ, კანგაცლილი ენა ისევ დააბრუნეთ ბულიონში და ხარშეთ კიდევ ნახევარი საათი, ერთი თავი ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, ნიორი გასრისეთ, ტაფაზე გაადნეთ კარაქი და მოშუშეთ მასზე ნიორი და ხახვი. დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაქუცმაცებული წიწაკა ჩილი და კიდევ 5 წუთი შუშეთ. დაასხით ერთი ჭიქა ქათმის კუბიკის ბულიონი, ასევე, პომიდორი წვენიანად. მოხარშული ენა დაჭერით კუბიკებად, მოათავსეთ მომზადებულ პომიდვრის წვნიანში და აურიეთ, ჩაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი. ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე კიდევ 3 საათი. სულ ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა