კულინარია

ძეხვეული ტაფაზე

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.09

ძეხვეული ტაფაძე
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი ქათმის ფილე

🔸 800 გრამი ქათმის თეძოები

🔸 150 გრამი ბეკონი

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 სულ ცოტა შაქარი

🔸 1,5 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი კორიანდრი

🔸 შავი პილპილი, ცოტა მუსკატის კაკალი

🔸 150 გრამი ნაღები

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1,5 მეტრი ნაწლავები

🔸 ცოტა ცხარე და ასევე

🔸 ცოტა წითელი ტკბილი წიწაკა

🔸 1 ჩაის კოვზი ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ნაჭრებს გადააცალეთ კანი, დაჭერით ულუფებად და აქციეთ ფარშად. ბეკონი დააქუცმაცეთ, შეურიეთ ფარშში, ჩაუმატეთ ტკბილი წიწაკები, კორიანდრი, ნიორი, შავი პილპილი, მარილი, მწიკვი შაქარი, გახეხილი მუსკატის კაკალი, ნაღები და აურიეთ ძალიან კარგად. მიღებული მასა ნელ-ნელა ჩატენეთ კარგად გარეცხილ და გამშრალ ნაწლავებში, დაახვიეთ, როგორც სპირალი და შეკარით ძაფით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მასში მოათავსეთ თქვენი მომზადებული ძეხვი და შეწვით ორივე მხრიდან ან გამოაცხვეთ აირღუმელში 120 გრადუსზე, 1 საათის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა