კულინარია

დესერტი ვაშლი ცომში

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.02

დესერტი ვაშლის
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი ფქვილი

🔸 100 გრამი არაჟანი

🔸1 კვერცხი

🔸 1 ჩაის კოვზი შაქარის პუდრა

🔸 სულ ცოტა მარილი

🔸 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 60 გრამი კარაქი.

შიგთავსი: 5 ცალი ვაშლი, შაქარი 1 ჩაის კოვზი, ლიმონის წვენი, წყალი.

ცალკე მოხარშეთ შოკოლადის კრემი: 180 მილილიტრი რძე, 1 კვერცხი, 100 გრამი კარაქი, კაკაო, ფქვილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, შეურიეთ ცომის გამაფხვიერებელი, ჩაუმატეთ დაჭრილი და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, ხელით კარგად ასრისეთ, ისე, რომ ფხვნილად იქცეს. დაუმატეთ ცოტა მარილი და შაქრის პუდრა, ჩაუმატეთ კვერცხი, დაუმატეთ 100 გრამი არაჟანი, მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი. შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 15 წუთით.

მოამზადეთ ვაშლები – 5 ვაშლი გათალეთ და ამოაჭერით გულები. წყალში შეურიეთ ლიმონის წვენი და ვაშლები მასში ჩაალაგეთ.

გამოიღეთ ცომი, გააბრტყელეთ 3-4 სანტიმეტრის სისქეზე. შემდეგ ცომიდან ამოჭერით 2 სანტიმეტრის სიგანის ზოლები. ვაშლები ამოიღეთ წყლიდან და მოაყარეთ შაქარი. ვაშლებს სათითაოდ შემოახვიეთ ცომი და პატარა ცომის ფოთლებიც გაუკეთეთ. დაალაგეთ ვაშლები გამოსაცხობ ტაფაზე და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე.

კრემი: მოამზადეთ შოკოლადის მოხარშული კრემი. გამოიღეთ გამომცხვარი ვაშლები. გააცივეთ, შეავსეთ კრემით და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა