კულინარია

დესერტი „ტირამისუ“

№11

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.03

დესერტი ტირამისუ
დაკოპირებულია

გემრიელი ტირამისუს რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 14 ცალი ორცხობილა ტირამისუსთვის

🔸 350 გრამი კრემ-ყველი

🔸 125 გრამი ხაჭო

🔸 100 მილილიტრი ნაღები

🔸 1 ცალი ატამი (შეიძლება კომპოტიდანაც)

🔸 4 სადილის კოვზი შაქარი

🔸 შავი შოკოლადი

🔸 6 გრამი ჟელატინი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ატამი ამოიღეთ სიროფიდან და დაჭერით პატარა კუბიკებად, სასურველია, სამი მოზრდილი ნაჭერი შემოინახოთ. 60 მილილიტრ სიროფში დაალბეთ ჟელატინი. თასში მოათავსეთ კრემ-ყველი, ხაჭო, შაქარი, ნაღები და ათქვიფეთ. ნახევარზე ცოტა ნაკლები კრემი შეინახეთ.

ფორმაში ერთმანეთის გვერდით, მჭიდროდ ჩაალაგეთ ორცხობილები. დანამეთ სიროფით, წაუსვით კრემი, მოაყარეთ დაჭრილი ატამი. შენახულ კრემში შეურიეთ ჟელატინი, მოასხით ზემოდან დესერტს და კარგად მოუსწორეთ ზედაპირი. მოათავსეთ მაცივარში და კარგად რომ გაცივდება, გამოიღეთ. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, დაალაგეთ ზემოდან ატმის მოზრდილი ნაჭრები და დესერტიც მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი