კულინარია

დესერტი ხილით

№38

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.10

დესერტი
დაკოპირებულია

შოკოლადის ბლინებისთვის:

🔸 ნახევარი ჭიქა ფქვილი

🔸 1 ჭიქა რძე

🔸 1 კვერცხი

🔸 2 სადილის კოვზი კაკაო

🔸 25 გრამი კარაქი ან ზეთი

🔸 1-2 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი.

შიგთავსი: 1 ცალი კივი, 1 ცალი მსხალი, 50-60 გრამი „ნუტელა“, 350-400 გრამი კრემყველი.

შოკოლადის სოუსი: 60 გრამი რძიანი შოკოლადი, 2-3 სადილის კოვზი ნაღები.

მომზადება 👩‍🍳

ბლინებისთვის ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ბლენდერში და გამოვაცხოთ თხელი ფენებად. კივი და მსხალი დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. ბლინებზე წავუსვათ „ნუტელა“, შემდეგ – კრემყველი და ზემოდან მოვაყაროთ ხილი. მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტად, მოვათავსოთ 10 წუთით საყინულეში და დავჭრათ.

გავადნოთ შოკოლადი და ნაღები, დავასხათ რგოლებს, შემდეგ დავუმატოთ სოუსი და მივირთვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა