კულინარია
დესერტი „კაკლები“
№8
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.03, 2024 წელი

გემრიელი დესერტის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კვერცხი
🔸 165 გრამი შაქარი
🔸 350 გრამი ფქვილი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
🔸 330 გრამი კარაქი
🔸 250 გრამი შესქელებული და მოხარშული რძე
🔸 სულ ცოტა მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
თასში კარგად აურიეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, 100 გრამი გამდნარი კარაქი ან ზეთი, ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, გააკეთეთ გუნდა, შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.
მოამზადეთ კრემი: ძალიან კარგად ათქვიფეთ კარაქი და შეურიეთ შესქელებული რძე.
გამოიღეთ ცომი, გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთულები, გამოაცხვეთ სპეციალურ ფორმაში და შემდეგ კრემით შეაერთეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან