კულინარია

დესერტი „ჩიტის რძე“

№43

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.11

დესერტი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 ცოტა ვანილის შაქარი

🔸 2 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი

🔸 1 ჭიქა შაქარი

🔸 2 კვერცხი

🔸 1 ჭიქა ჟოლოს ჯემი

🔸 600 გრამი არაჟანი

🔸 3 სადილის კოვზი ჟელატინი

🔸 3 ჭიქა წყალი

🔸 ნახევარი ლიმონის წვენი

🔸 ლიქიორი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჟელატინს დაასხით ცივი წყალი, აცადეთ, გაფუვდეს და შემდეგ ცხელი წყლის აბაზანაზე გაადნეთ. კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან გააცალკევეთ. კვერცხის გულები ათქვიფეთ ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად, შეურიეთ ლიმონის წვენი, დაუმატეთ ვანილის შაქარი, ცოტა ლიქიორი, კარგად აურიეთ და შეურიეთ 200 გრამი არაჟანი, შემდეგ – შესქელებული ჟელატინი, ძალიან კარგად აურიეთ, ჩაასხით შესაფერის სილიკონის ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში. გამოიღეთ, წაუსვით სქლად ჯემი და ისევ შედგით მაცივარში.

მოამზადეთ მეორე ფენა: 200 გრამ არაჟანში შეურიეთ 2 სადილის კოვზი შაქარი და ათქვიფეთ, გამოიღეთ დესერტი და წაუსვით მეორე ფენა, ისევ შეაბრუნეთ მაცივარში.

მოამზადეთ მესამე ფენა: არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ კარგად და დაუმატეთ კაკაო. გამოიღეთ დესერტი, სქლად წაუსვით მესამე ფენა და ისევ მაცივარში დააბრუნეთ. კარგად გააცივეთ და გადმოატრიალეთ ლანგარზე. ლამაზია და გემრიელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა