კულინარია

დესერტი ბანანით

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.02

დესერტი ბანანით
დაკოპირებულია

ბანანის გემრიელი დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ლიტრი რძე

🔸 1 ჭიქა მაწონი

🔸 300 გრამი ბანანი

🔸 70 გრამი შვრიის ფანტელი

🔸 30 გრამი თაფლი

🔸 2 კვერცხი

🔸 20 გრამი კარტოფილის ფქვილი

🔸 ცოტა ნიგოზი

🔸 შაქრის პუდრა – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში ჩაასხით მაწონი, ჩაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ, დააფარეთ თავზე და დადგით თბილ ადგილას 10 საათის განმავლობაში. შემდეგ კი ორი საათი მაცივარში გადაიტანეთ. შვრიის ფანტელი დაფქვით, შეურიეთ თაფლი და ასრისეთ ისე, რომ გემრიელი გამოვიდეს, ამ მასის ნახევარი მოათავსეთ სილიკონის ფორმაში, რომელსაც ძირში პერგამენტს ჩაუფენთ. ზემოდან მოასწორეთ. ბანანი დაჭერით 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად და მოაყარეთ ძირითად ფენას.

მაწვნისა და რძის ნარევს დაუმატეთ 2 კვერცხი, შაქრის პუდრა, კარტოფილის ფქვილი და ძალიან კარგად აურიეთ. მოასხით ეს სოუსი ბანანის ფენას, ზემოდან მოაყარეთ თაფლიანი შვრიის დარჩენილი მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 45 წუთის განმავლობაში. მიირთვით იოგურტმოსხმული ან მის გარეშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული