კულინარია

დესერტი არაჟნითა და იოგურტით

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.10

დესერტი არაჟნით
დაკოპირებულია

არაჟნის გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ფენოვანი ცომი

🔸 600 მილილიტრი რძე

🔸 50 გრამი არაჟანი

🔸 50 გრამი იოგურტი

🔸 40 გრამი კარაქი

🔸 4 სადილის კოვზი შაქარი

🔸 1 ჭიქა ქიშმიში

🔸 ლეღვის ჩირი, ფინიკი, 40 გრამი ნიგოზი

🔸 2 სადილის კოვზი ქოქოსის ფხვნილი

🔸 1 ჩაის კოვზი ვანილი

🔸 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა

🔸 ცოტა ცუკატი

🔸 1 შეკვრა კისელი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ცომი კარგად გააბრტყელეთ მართკუთხა ფორმით და დაჭერით პატარა მართკუთხედებად. დაალაგეთ ტაფაზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 5-8 წუთის განმავლობაში. რძეში შეურიეთ შაქარი და ვანილი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ნელი მორევით გახსენით, არ აადუღოთ. დაჭერით ლეღვის ჩირი და ფინიკი, დაუმატეთ ქიშმიში, აურიეთ ყველაფერი. ჩართეთ აირღუმელი 180 გრადუსზე, ცეცხლგამძლე მინის მართკუთხედ ფორმას (15X22) წაუსვით კარაქი და მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგვზის ნახევარი. დაალაგეთ გამომცხვარი ფირფიტები, მოაყარეთ 1 სადილის კოვზი ქოქოსის ფხვნილი, დაალაგეთ მეორე ფენად ფირფიტები, მოასხით რძე, შემდეგ დარჩენილი ფირფიტებიც მოალაგეთ. ერთმანეთში შეურიეთ არაჟანი და იოგურტი, წაუსვით დესერტს, ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა, ცუკატები, დაჭრილი კარაქი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

სანამ გამოცხვება, მოამზადეთ კისელი (ჟოლოსი უკეთესია) და გააცივეთ. გამოიღეთ დესერტი და ცხელსვე მოაყარეთ ნიგოზი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა