კულინარია

დესერტი - ტირამისუ

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.03

ტირამისუ
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇

საჭირო ინგრედიენტები:

ბისკვიტი – 150 გრამი კარაქზე დამზადებული ორცხობილა, 1 სადილის კოვზი ნატურალური, დაფქული ყავა, 80 გრამი კარაქი, 100 მილიგრამი ხსნადი ყავა, 100 გრამი ტირამისუს ბისკვიტი.

შიგთავსი: 500 გრამი მასკარპონე, 4 კვერცხის გული, 250 მილილიტრი 30%-იანი ნაღები, 2 სადილის კოვზი ფქვილი, 150 გრამი შაქრის პუდრი.

მოსართავად: 250 გრამი 30%-იანი ნაღები, შაქრის პუდრი და გახეხილი შოკოლადი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორცხობილა დაფხვენით. შეურიეთ გამდნარი კარაქი, ერთი სადილის კოვზი დაფქული ყავა და კარგად აურიეთ. აიღეთ 24 სანტიმეტრის დიამეტგრის ტორტის ფორმა, ჩააფინეთ მასში პერგამენტი და ჩატკეპნეთ ორცხობილიანი მასა, გააკეთეთ 100 გრამი შავი, მაგარი ყავა ერთ ჭიქა წყალზე და გააცივეთ. ჩაასხით ღრმა თასში. სათითაოდ ჩაასველეთ მასში ტირამისუს ორცხობილები მხოლოდ ერთი მხრიდან და მაშინვე დადეთ ბისკვიტზე, დასველებული მხარე ზემოთ უნდა დარჩეს.

მასკაპონე, კვერცხის გული, შაქრის პუდრა, ფქვილი და ნაღები კარგად ათქვიფეთ, მოასხით დესერტს, გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, 50 წუთის განმავლობაში.

მორთეთ ათქვეფილი ნაღებით, შაქრის პუდრითა და გახეხილი შოკოლადით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული