კულინარია

ჩიზქეიქი კენკრით

№22

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.06

ჩიზქეიქი კენკრით
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 100 გრამი ორცხობილა „კრეკერი“

🔸 60 გრამი ყავისფერი შაქარი

🔸 70 გრამი კარაქი

🔸 100 გრამი ჟოლო

🔸 200 გრამი შესქელებული რძე

🔸 2 კვერცხი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ტკბილი ვანილი

🔸 200 გრამი კრემ-ყველი და 100 გრამი შავი შოკოლადი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბლენდერში დააქუცმაცეთ ორცხობილა და ყავისფერი შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, აურიეთ ძალიან კარგად. ჩატკეპნეთ ცომი ორ ფორმაში (12 სანტიმეტრის დიამეტრის) და ამოუმაღლეთ ნაპირები.

ჟოლოს მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი; მიქსერით კარგად ათქვიფეთ ყველი და შესქელებული რძე, დაუმატეთ კვერცხი, ვანილი, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ და გაყავით ორ ნაწილად. ერთს შეურიეთ გამდნარი შოკოლადი, მეორე ნაწილს – შაქრიანი ჟოლო.

ბისკვიტებში ჯერ ჩაასხით ყავისფერი კრემი, შემდეგ ჟოლოიანი კრემი, ფორმებს შემოახვიეთ ფოლგა, გააცხელეთ აირღუმელი 180 გრადუსზე. ღრმა ტაფაში ჩაასხით წყალი და ჩადგით მასში ფორმები, მოათავსეთ აირღუმელში. 30 წუთის შემდეგ გამოიღეთ და ჯერ ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ, მერე მოათავსეთ მაცივარში 4 საათის განმავლობაში. ბოლოს მორთეთ ცოცხალი კენკრით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული