კულინარია

ჩიზქეიქი ათქვეფილი ნაღებით

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.03, 2023 წელი

ჩიზქეიქი
დაკოპირებულია

გემრიელი ჩიზქეიქის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 ჭიქა შავი მოცხარი

🔸 500 გრამი 35-პროცენტიანი ნაღები

🔸 500 გრამი ნაღების ყველი

🔸 1 ჭიქა შაქრის პუდრა

🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 50 მილილიტრი წყალი

🔸 30 გრამი ჟელატინი

🔸 3 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი

🔸 50 გრამი კარაქი

🔸 150 გრამი ორცხობილა, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორცხობილა დაფშვენით, მოათავსეთ თასში, შეურიეთ ზეთი და გამდნარი კარაქი. აიღეთ მრგვალი ფორმა 21 სანტიმეტრის დიაგონალით და ჩატკეპნეთ მასში ორცხობილა, ჟელატინი ჩაალბეთ წყალში, შემდეგ კი ცხელი წყლის აბაზანაზე გაადნეთ. შავი მოცხარი დააბლენდერეთ, შეურიეთ ნაღების ყველი (მდნარი კუბიკები) და ისევ დააბლენდერეთ. ბოლოს შეურიეთ ლიმონის წვენი, შაქრის პუდრა და თბილი ჟელატინი. წაუსვით ორცხობილას მოცხარის პიურე და მოათავსეთ მაცივარში 5 საათით. ძალიან კარგად ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ ვანილის შაქარი. წაუსვით მაცივრიდან გამოღებულ ჩიზქეიქს და მორთეთ მოცხარით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი