კულინარია

ჟოლოს ჩიზქეიქის რეცეპტი „თბილისელებისგან“

№31

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.08

ჩიზქეიქი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 100 გრამი უმარილო „კრეკერი“

🔸 100 გრამი ჟოლო

🔸 350 გრამი მდნარი ყველი

🔸 200 გრამი შესქელებული რძე

🔸 2 კვერცხი, 60 გრამი შაქარი (1 ჩაის კოვზი შაქარი ჟოლოში) – გამოიყენეთ ყავისფერი შაქარი

🔸 70 გრამი კარაქი

🔸 0,5 ჩაის კოვზი ვანილი

🔸 100 გრამი შავი შოკოლადი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კრეკერი დააბლენდერეთ, შემდეგ აზილეთ შაქართან და კარაქთან ერთად. მოამზადეთ ცომი, გაყავით ორ თანაბარ ნაწილად და მოათავსეთ ორ 12 სანტიმეტრის დიამეტრის გამოსაცხობ ფორმაში. ჩატკეპნეთ და გვერდებიც ამოუმაღლეთ ისე, რომ კალათა გამოვიდეს. ჟოლოს მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი. მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ ყველი და შესქელებული რძე. დაუმატეთ კვერცხი, ვანილი, კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ და ეს მასაც ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნახევარში შეურიეთ გამდნარი შავი შოკოლადი, მეორეში კი ფრთხილად – შაქარმოყრილი ჟოლო. ფორმებს შემოახვით ფოლგა და ჩაასხით ორივეში ჯერ შოკოლადიანი მასა, ზემოდან მეორე ფენად კი – ჟოლოიანი. ფორმები მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე, რომელშიც ჩაასხამთ ცხელ წყალს. გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, ბოლოს კი 4 საათით მოათავსეთ მაცივარში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა