კულინარია

ჩებურეკი კარტოფილითა და სოკოთი (სამარხვო)

№24

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ჩებურეკი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 ჭიქა ფქვილი

🔸 1 ჭიქა წყალი

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 500 გრამი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 4 ცალი მოზრდილი ქამა სოკო

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 ცოტა სოიის სოუსი

🔸 ოხრახუში, ცოტა ჩილი

🔸 მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით და მოხარშეთ ცოტა მარილიან წყალში. გაცერით ფქვილი. თანდათან დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და აურიეთ. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი, მოზილეთ ელასტიკური ცომი, დააფარეთ საკვები ცელოფანი, შეახვიეთ და გააჩერეთ ცოტა ხანი.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ 1 სადილის კოვზ ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, გარჩეული და მომცრო კუბიკებად დაჭრილი სოკო და ერთად მოხრაკეთ. მოაყარეთ შავი პილპილი და ცოტა ჩილი. მოასხით ცოტა სოიის სოუსი და აურიეთ. მოხარშული კარტოფილისგან მოამზადეთ პიურე და შეურიეთ მოშუშული სოკო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და შავი პილპილი.

ცომი დაყავით თანაბარ გუნდებად და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულს კოვზით დაადეთ კარტოფილი, გააკეთეთ ვარენიკი. ნაპირები ჩანგლით მოულამაზეთ, შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა