კულინარია

ჩებურეკი ისპანახითა და ოსპით (სამარხვო)

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.04

ჩებურეკი ისპანახით
დაკოპირებულია

ისპანახის გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 250 გრამი ფქვილი, 150 მილილიტრი წყალი, ცოტა მარილი;

შიგთავსი – 100 გრამი ოსპი, 200 გრამი ისპანახი, 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ოსპი გარეცხეთ გამდინარე წყალში და მოხარშეთ. თბილ წყალში ნელ-ნელა გახსენით ფქვილი, შეურიეთ მარილი და მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი. მოათავსეთ ცომი თასში, დააფარეთ თბილად და „დაასვენეთ“ 25-30 წუთი. ეს დრო გამოიყენეთ: ისპანახი კარგად გარეცხეთ, შეაშრეთ და მსხვილად დაჭერით. შეურიეთ მოხარშული ოსპი, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და აურიეთ ძალიან კარგად, სასურველია ბლენდერით. ცომი დაყავით პატარა გუნდებად, გააბრტყელეთ, კოვზით დადეთ მასზე ისპნახის პიურე და გააკეთეთ ჩებურეკი. შეწვით ცხელ ტაფაზე, ზეთში ორივე მხრიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული