ჩაშუშული საქონლის ხორცით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.02
![ჩაშუშული საქონლის ხორცით ჩაშუშული საქონლის ხორცით](/files/2025/02/10/12493/chashushuli-sakonlis-khortsit_w_h.jpeg)
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი საქონლის ხორცი
🔸 4 თავი ხახვი
🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 1 სადილის კოვზი აჯიკა
🔸 2 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 0,5 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
🔸 5 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
🔸 ცოტა დაფქული წითელი წიწაკა
🔸 50 გრამი პომიდორი
🔸 3 სადილის კოვზი პომიდვრის წვენი
🔸 2 კბილი ნიორი, 1 კონა ქინძი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
საქონლის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად. შეურიეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი. მოასხით ლიმონის წვენი, ზეთი, აჯიკა, კარგად აურიეთ და დატოვეთ 30 წუთით, რათა ხორცს სანელებლები კარგად გაუჯდეს. ხორცი ხახვთან და წვენთან ერთად მოათავსეთ მშრალ ქვაბში. დააფარეთ თავსახური და 30 წუთი ნელ ცეცხლზე ჩაშუშეთ. ხანდახან მოურიეთ. როდესაც სითხე ოდნავ ამოშრება, დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხმელი სუნელი, უცხო სუნელი და წითელი დაფქული წიწაკა. გადაურიეთ და 2 წუთი გააჩერეთ. დაუმატეთ კანგაცლილი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პომიდორი, თავისი წვენით: დააფარეთ თავსახური და ხარშეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 1 საათი. პერიოდულად ურიეთ. თუ სითხე ცოტაა, დაამატეთ ცოტა ადუღებული წყალი. როდესაც ხორცი რბილი და ნაზი გახდება, დაამატეთ მარილი, დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი მწვანილი. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ თავდახურული, კიდევ 15 წუთით, რომ არომატები გაჯდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან