ჩაშუშული ლობიოთი და სოკოთი (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ქილა დაკონსერვებული ლობიო
🔸 100 გრამი სოკო (ნებისმიერი)
🔸 ნახევარი თავი ხახვი
🔸 ნახევარი სტაფილო
🔸 2 ცალი მჟავე კიტრი
🔸 2 ცალი კარტოფილი
🔸 1 ჭიქა კიტრის მწნილის მარილწყალი
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი (2 კოვზი ხახვისთვის და 2 — სოკოსთვის)
🔸 2 ლიტრი ადუღებული წყალი
🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 3 კბილი ნიორი
🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი
🔸 შავი პილპილი, მარილი, კამა – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით ხახვი და სტაფილო პატარა კუბებად, შეწვით ზეთში 2 წუთით, დაამატეთ კუბებად დაჭრილი მჟავე კიტრი და მსუბუქად მოშუშეთ. შემდეგ ჩაუმატეეთ ტომატ-პასტა და დაჭყლეტილი ნიორი. დაასხით კიტრის მარილწყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 10 წუთი. ცალკე ზეთში შეწვით დაჭრილი სოკო, დაასხით ადუღებული წყალი და ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ 10 წუთი. დაუმატეთ ხახვისა და სტაფილოს მოშუშული მასა, და ხარშეთ კიდევ 5 წუთი. ჩაყარეთ დაკონსერვებული ლობიო, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, პილპილი, კამა, და ხარშეთ კიდევ 5 წუთი. გამორთეთ ცეცხლი, გააჩერეთ 10 წუთით და მიირთვით ცხელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან