კულინარია

ჩაშუშული კომბოსტო სოკოთი (სამარხვო)

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.12

ჩაშუშული კომბოსტო
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 400 გრამი კომბოსტო

🔸 200 გრამი დამჟავებული დაჭრილი კომბოსტო

🔸 200 გრამი ქამა სოკო

🔸 1 თავი ხახვი, 1 მოზრდილი კბილი ნიორი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ცოტა ჩილი, ნახევარი კონა წვრილად დაჭრილი კამა.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი და ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ტაფაზე, ზეთში. დაუმატეთ მჟავე კომბოსტო, რამდენჯერმე აურიეთ და გადმოიღეთ. ზეთიან ტაფაზე დაყარეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და შუშეთ დაბალ ცეცხლზე. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი ქამა სოკო, მოაყარეთ მშრალი კამა, ჩილი, მოასხით ცოტა სოიის სოუსი, კარგად აურიეთ და შუშეთ კიდევ 10 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაში. შემდეგ გადმოიღეთ თასში, მოაყარეთ მოშუშული მჟავე კომბოსტო, აურიეთ და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა