კულინარია

ჩაშუშული კომბოსტო სოკოთი (სამარხვო)

№49

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.12, 2023 წელი

ჩაშუშული კომბოსტო
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 400 გრამი კომბოსტო

🔸 200 გრამი დაჭრილი და დამწნილებული კომბოსტო

🔸 200 გრამი სოკო

🔸 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ცოტა ჩილი

🔸 1 ჩაის კოვზი დაჭრილი კამა.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნიორი და ხახვი დააქუცმაცეთ, ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი, მოშუშეთ მასზე ხახვი და ნიორი, დაუმატეთ კომბოსტოს მწნილი (თუ ძალიან მარილიანია, წინასწარ წყალი გადაავლეთ).

ხახვთან და ნიორთან ერთად მოშუშული კომბოსტო გადმოიღეთ თასში. იმავე ტაფაზე დაამატეთ ზეთი და მოშუშეთ ძალიან წვრილად დაკეპილი კომბოსტო. დაუმატეთ ჩილი, თხელ ფირფიტებად დაჭრილი ქამა სოკო და ერთად მოშუშეთ. მოაყარეთ დაჭრილი კამა და აურიეთ. მოასხით სოიის სოუსი, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. გადაიტანეთ ეს ყველაფერი იმ თასში, სადაც ხახვი, ნიორი და კომბოსტოს მწნილია, აურიეთ და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული